ჰალვა
გთავაზობთ თურქული ხალვის მომზადების წესს.
ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტკბილეული, რომლის მომზადება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ.
წაუსვით ცხიმი პატარა საცხობ ფორმას.
ადუღეთ რძე და შაქარი ღრმა ტაფაში საშუალო ტემპერატურაზე, სანამ არ გასქელდება (წყალში ჩაწვეთებისას ბურთულებად უნდა იქცეს).
გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ტაჰინი და არომატისთვის სასურველი ინგრედიენტი (ვანილი, კაკაო, ნუში ან ფისტა), მაგრამ არ მოურიოთ. გააჩერეთ ასე ორიოდე წუთით.
თქვიფეთ ნარევი ბრტყელი ან ჩვეულებრივი კოვზით რამდენიმე წამის განმავლობაში.
ჩაასხით ცხიმიან ფორმაში და აცადეთ გამყარება.
ვანილის ესენცია, კაკაო, დაჭრილი ფისტა, დაჭრილი ნუში - გამოიყენეთ საყვარელი ინგრედიენტები გემოვნებით სასურველი არომატის მისაღებად.