გოგრის კრემ-სუპი
გოგრის მოყვარულებს მეტად გემრიელი კრემ–სუპის რეცეპტს გთავაზობთ. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
დაჭერით გოგრა პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. ხარშვისას ჩაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ქინძი, დანაყილი ნიორი და დაფნის ფოთოლი. ხარშეთ ეს ყველაფერი ერთად.
მოათავსეთ მოხარშული გოგრის გული ბლენდერში, ჩაუმატეთ მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადმოიღეთ ღრმა თეფშზე და გემრიელად მიირთვით!