თასში ჩავყაროთ ფქვილი. ცილისაგან გავაკეთოთ ბეზე, შევურიოთ შაქარი, შემდეგ – ცალკე ათქვეფილი გული. ავთქვიფოთ ეს მასა და დავასხათ ფქვილს.
მარგარინი გავადნოთ და დავასხათ ფქვილს, ოღონდ გაგრილებული. შემდეგ დავამატოთ მარილი, ვანილი, დაფქვილი მიხაკ-დარიჩინი, მუსკატის კაკალი და ცოტა ლიმონის წვენი.
ავადუღოთ რძე და ოდნავ გავაგრილოთ. გავხსნათ დროჟი და შემდეგ რძის ნაწილი ფქვილს დავასხათ და ცომი მოვზილოთ (ვინაიდან საფუარი რძეში ცოტა ძნელად იხსნება, შეგიძლიათ მცირეოდენ თბილ წყალში გახსნათ და ისე დაამატოთ). მოზელვისას რძეში დავისველოთ ხოლმე ხელები და ასე ვზილოთ დაახლოებით ნახვეარი-ერთი საათი. შეიძლება რძე მთლიანად არც დაჭირდეს (ცომი უნდა იყოს ძალიან რბილი). დავამატოთ ქიშმიში და ცუკატები.
როდესაც დავამთავრებთ მოზელვას, ცომი გადავიტანოთ დაახლოებით 20 ლიტრიან ცხიმწასმულ ალუმინის ქვაბში. ზემოდან დავაფაროთ ჭურჭლის ტილო ისე, რომ ცომს არ მოედოს, შემდეგ კი დავაფაროთ თავსახური და შევფუთოთ თბილად. ერთი საათის მერე ვნახოთ, ამოდის თუ არა. შეიძლება ძალიან მალეც ამოვიდეს.
ამოსული ცომი გადავიტანოთ წინასწარ გამზადებულ ცხიმწასმულ ფორმებში, ნახევრამდე. ეს ფორმებიც თბილ ადგილას დავდოთ და დროებით ტილო დავაფაროთ, სანამ ყველა ფორმას არ გავავსებთ. შემდეგ კი გამოვაცხოთ.
მზა პასკებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.