გარგარის კექსი
თუ მსუბუქ, რბილ, გემრიელ და თანაც დაბალკაროლიულ ნამცხვარს ეძებთ მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი 25X13X8 სმ ზომის საცხობ ლანგარს.
თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა და მარილი ერთად აურიეთ.
საშუალო თასში ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. შეურიეთ იოგურტი. დაუმატეთ ფქვილის ნაზავი და დაჭრილი გარგარი. თასის კიდეები კოვზით ჩაფხიკეთ, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერიოს.
ცომი წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე დაასხით. აცხვეთ 50 წუთით, ან სანამ ნამცხვის ცენტრში მოათავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.
ფორმაშივე 5 წუთით გააცივეთ. დაჭერით და გემრიელად მიირთვით.