დიეტური სუპი
ბოტსნეულით გაჯერებული სუპი, რომელიც თქვენს დიეტას მეტად გემრიელს გახდის. გაალამაზეთ ოხრახუშით.
მოაცხეთ ქვაბს ცხიმი, დადგით საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე და დაამატეთ 2 სმ. სიგანის ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, ნიახური, ხახვი და ნიორი. თუშეთ 5 წუთით და დროდადრო ურიეთ.
შეურიეთ პომიდორი (800 გრ.) თავისივე წვენით. პომიდვრები კოვზით დაყავით.
დაუმატეთ ლუკმებად დაჭრილი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო, დარჩენილი ინგრედიენტები და 12 ჭიქა წყალი.
მაღალ ტემპერატურაზე ადუღეთ და დროდადრო ურიეთ.
მოუკელით ცეცხლს, დააფარეთ და კვლავ ადუღეთ დაბალ ტემპერატურზე. პერიოდულად ურიეთ, გააჩერეთ 15 წუთი (ან ბოსტნეულების დარბილებამდე).
სურვილისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი და პილპილი.