ბრინჯის სალათა ქათმით
სალათა მალე ცხვება და ნებისმიერ სუფრას უხდება. იხილეთ და შეაფასეთ რეცეპტი.
მოვხარშოთ ბრინჯი. ასევე მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ.
მოვხრაკოთ ხახვი. როდესაც მოიხრაკება, ტაფაშივე ჩავაყაროთ დაძიძგნილი ფილე და ჩავახეხოთ სტაფილო. ერთად მოვშუშოთ ეს ყველაფერი.
ცეცხლგამძლე ჭურჭლის ძირში მოვათავსოთ ცოტაოდენი კარაქი. შემდეგ მოვაყაროთ ბრინჯი, ზემოდან – ხახვთან და სტაფილოსთან ერთად მოშუშული ქათამი. ბოლოს ვუქნათ პატარა კუბებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ცოტა ქონდარი. ასე გავაკეთოთ ფენა-ფენა, სანამ ინგრედიენტები გვეყოფა. ბოლო ფენას კი ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და სურვილისამებრ მოვახეხოთ ყველიც, მოვაყაროთ საფანელი. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ ზედაპირის შებრაწვამდე.