რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბრაუნი ჭიქაში

ჭიქის ბრაუნს ძალიან უხდება თავზე ვანილის ნაყინი ან ათქვეფილი ნაღების კრემი.
ჭიქის ბრაუნს ძალიან უხდება თავზე ვანილის ნაყინი ან ათქვეფილი ნაღების კრემი.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
50   გრამი ფქვილი
70   გრამი შაქარი
2   ს/კ კაკაო
მწიკვი მარილი
მწიკვი დარიჩინი
60   მლ/ლ წყალი
2   ს/კ მცენარეული ზეთი
2   წვეთი ვანილის ექსტრაქტი
1   ცალი ნაყინის პატარა ბურთულა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კერამიკის სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭიქაში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, ნატურალური და უშაქრო კაკაო, მარილი და დარიჩინი, მოურიეთ კარგად ჩანგლით ან კოვზით, რომ არ დარჩეს გაუხსნელი “კურკუშელები”.

2

ჭიქაში დაამატეთ ზეთი (გამორიცხეთ ზეითუნის ზეთი მძაფრი არომატის გამო), წყალი, ვანილი და ურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას კოშტების გარეშე.

3

მოათავსეთ ბრაუნი მიკროტალღურ ღუმელში მაღალ სიმხურვალეზე 1-2 წუთით. შეგიძლიათ დრო არეგულიროთ თქვენებურად, თქვენი ღუმელის სიმძლავრის მიხედვით. თუკი არ იცით, რა სიმძლავრისაა ღუმელი, მაშინ დაიწყეთ 60 წამით და გაზარდეთ დროის ხანგრძლივობა, სანამ ბრაუნი არ მომზადდება. მზა ბრაუნი უნდა იყოს ნოტიო, და არა მშრალი.

4

გააჩერეთ ბრაუნები 1 წუთით, რომ გაგრილდეს, და სუფრასთან ვანილის ნაყინთან ერთად გაიტანეთ ან ზემოდან 1-2 ჩ/კ კარგად ათქვეფილი ნაღების კრემი მოასხით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ეს ნამცხვარი შოკოლადის მოყვარულებს აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. თამამად შეგიძლიათ მეგობრებიც დაპატიჟოთ.
ეს ნამცხვარი შოკოლადის მოყვარულებს აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. თამამად შეგიძლიათ მეგობრებიც დაპატიჟოთ.
ავტორი:
შოკოლადის ნამცხვარი გერმანიიდან ქოქოსისა და პეკანის კრემით. დაამშვენებს დაბადების დღის სუფრებს :)
შოკოლადის ნამცხვარი გერმანიიდან ქოქოსისა და პეკანის კრემით. დაამშვენებს დაბადების დღის სუფრებს :)
ავტორი:
ეს არის მარტივი რეცეპტი გემრიელი ბანანის ნამცხვრისთვის 2 ცალი ბისკვიტის მოსამზადებლად.
ეს არის მარტივი რეცეპტი გემრიელი ბანანის ნამცხვრისთვის 2 ცალი ბისკვიტის მოსამზადებლად.
ავტორი:
არ გამოტოვოთ საუკეთესო ტირამისუს რეცეპტი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ოჯახსა და მეგობრებს!
არ გამოტოვოთ საუკეთესო ტირამისუს რეცეპტი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ოჯახსა და მეგობრებს!
ავტორი: