იხილეთ შოტლანდიური ბისკვიტების მომზადების წესი და გაითვალისწინეთ: თეთრი შაქარი ვერ ჩაანაცვლებს ყავისფერს და შოკოლადში ნახევრად ამოვლებული პეჩენიები გაცილებით უფრო გემრიელია!
გააცხელეთ ღუმელი 165 C გრადუსამდე.
დაჭერით ოთახის ტემპერატურის კარაქი კუბიკებად და გათქვიფეთ ყავისფერ შაქართან ერთად. ჩაუმატეთ ფქვილის მასის მესამედი და კვლავ გათქვიფეთ მიქსერით.
სამუშაო ზედაპირზე მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ფქვილი და გადაიტანეთ ცომი. გადაზილეთ 5-ჯერ და საჭიროებისამებრ დაუმატეთ ცოტა ფქვილი ცომის რბილი მასის მისაღებად.
გააბრტყელეთ ცომი 1.2სმ სისქის ფენად და დაჭერით 8 ცალ დიდ ან 24 ცალ პატარა ოთხკუთხედად. პეჩენიები დაჩხვლიტეთ ჩანგლით, დაახლოებით 1-1სმ დაშორებებით.
აცხვეთ უცხიმო საცხობ ფირფიტაზე 20-25 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ* გაადნეთ შოკოლადი და მოასხით ბისკვიტებს ზემოდან.