შოკოლადის სამარხვო ნამცხვარი
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ შოკოლადის უგემრიელესი სამარხვო ნამცხვრის მომზადებაში.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C -ზე. მოუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი 22X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს.
დიდ თასში ერთად გაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი. დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ.
დაუმატეთ ზეთი, წყალი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ. აცხვეთ 175 C-ზე ერთი საათით ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.