შემწვარი კომბოსტო
ძალიან მარტივი სალათის რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
თუ გამოიყენებთ სამარხვო კარაქს, უგემრიელეს სამარხვო სალათს მიიღებთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სტაფილოც.
ამოჭერით კომბოსტოს გული და ძალიან თხლად დაჭერით.
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. როცა კარაქი აშიშხინდება დაუმატეთ კომბოსტო.
შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
ურიეთ დროდადრო და თუშეთ დაახლოებით 10 წუთით.
შეამცირეთ ტემპერატურა, თუშეთ და ხშირ–ხშირად მოურიეთ, სანამ ყავისფერს არ მიიღებს, დაახლოებით 10 წუთით. ფრთხილად იყავით, არ დაიწვას.
გასინჯეთ და თუ სანელებლები ზომიერად ექნება მისართმევად მზად იქნება. მიირთვით ცხელი.