შემწვარი კარტოფილი საუზმისათვის
კარტოფილის მომზადება ამ რეცეპტით ძალიან მარტივია და თანაც გემრიელი საუზმე გამოდის.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი.
კარტოფილი გარეცხეთ და გათალეთ. დაჭერით კუბიკებად.
კარტოფილი დიდ თასში მოათავსეთ და 3 ს/კ ზეთი მოასხით. მოაყარეთ 1 ჩ/კ პაპრიკა, 1 ჩ/კ მარილი და ¼ ჩ/კ შავი პილპილი და კარგად ამოურიეთ.
კარტოფილი გამზადებულ საცხობ ლანგარზე ერთ ფენად გადაიტანეთ და აცხვეთ 200 C-ზე 20 წუთით. კარტოფილს ამოურიეთ და კიდევ 2-4 წუთით შებრაწეთ. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით.