შემწვარი ღვიძლი
საქონლის ღვიძლი შეიცავს ვიტამინების სრულ კომპლექტს და ძალიან გემრიელია. ასე რომ, არ გამოტოვოთ რეცეპტი!
ღვიძლი დავჭრათ ბრტყელ, მაგრამ არათხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ ერბოდასხმულ ტაფაზე. სწრაფად შევწვათ ორივე მხარეზე. შეწითლდება თუ არა, გადმოვიღოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ზედ დავაწყოთ ოხრახუშის ფოთლები. გემრიელად მიირთვით!