შაქარლამა
ფხვიერი და ტკბილი ორცხობილა ნუშის არომატით. დაგჭირდებათ საბაზისო ინგრედიენტები და ორცხობილას ლამაზ–ლამაზი ფორმის საჭრელები.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.
კარაქი და შაქარი მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, სულ მცირე 3 წუთით თქვიფეთ.
შეათქვიფეთ ვანილისა და ნუშის ექსტრაქტები და კვერცხი.
სხვა თასში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ნელ–ნელა შეურიეთ ათქვეფილ ინგრედიენტებს. ცომი ძალიან მაგარი იქნება. შეგიძლიათ, თითები დაისველოთ და ცომის მოზელა ხელით დაამთავროთ.
ცომი არ გააციოთ. გაყავით რამდენიმე ნაწილად, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე (დაახლოებით 6–7 მმ სისქეზე) და დაჭერით სასურველი ფორმის ორცხობილის საჭრელით.
აცხვეთ 6–8 წუთით. გააგრილეთ ლანგარშივე, შემდეგ გადმოიტანეთ რკინის ცხაურზე.