რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ჭარხლის ფხალი

ჭარხლის ფხალი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში მზადდება. სამარხვო და გემრიელი ქართული კერძის რეცეპტი კულინარიაზე.
ჭარხლის ფხალი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში მზადდება. სამარხვო და გემრიელი ქართული კერძის რეცეპტი კულინარიაზე.

0:00:00
8 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1  კგ. ჭარხალი
200  გრამი ნიგოზი
1  ჩ/კ უცხო სუნელი
1  ჩ/კ ხმელი ქინძი
1  ჩ/კ დაღერღილი წითელი წიწაკა
6  ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
3  კბილი ნიორი
10  გრამი ახალი ქინძი
10  გრამი ახალი ოხრახუში
მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჭარხალი ქვაბში მოათავსეთ და მოხარშეთ. ამასობაში, ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ ან გაატარეთ. მოათავსეთ თასში სუნელებთან და მარილთან ერთად.

2

გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი, დაჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მოათავსეთ თასში ნიგვზიან მასასთან ერთად.

3

წვრილად დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ თასში. ჩაასხით ძმარიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელით კარგად შეურიეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის კოვზიც).

4

გააგრილეთ მაცივარში. მირთმევამდე გააფორმეთ ხახვით, მწვანილით, ბროწეულის მარცვლებითა თუ სხვა სასურველი ინგრედიენტით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები