რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ–სუპი

ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ–სუპი ბეკონითა და სიმინდის მარცვლებით – ძალიან გემრიელია! :)
ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ–სუპი ბეკონითა და სიმინდის მარცვლებით – ძალიან გემრიელია! :)

0:40:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
350  გრამი ბეკონი
1  ცალი საშუალო ხახვი
4  ცალი საშუალო კარტოფილი
1  თავი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო
7  ჭიქა თბილი წყალი
1  ჭიქა სქელი ნაღები
4  ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
1/2  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
1/2  ჩ/კ კაიენის წიწაკა, ან გემოვნებით
2 1/2  ჭიქა სიმინდის მარცვლები
1  ს/კ დაჭრილი ოხრახუში
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დაჭრილი ბეკონი საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში შებრაწეთ. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და შემწვარი ბეკონი ზედ დააწყვეთ.

2

დაჭრილი ხახვი ქვაბში ჩაყარეთ და თუშეთ 5 წუთით (შეგიძლიათ მოთუშოთ ბეკონის ცხიმში).

3

დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო, 7 ჭიქა თბილი წყალი, 4 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ შავი პილპილი და კაიენის წიწაკა გემოვნებით. მოურიეთ და აადუღეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა ნაღები, შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე, კარტოფილის მოხარშვამდე (15 წუთით).

4

ამასობაში, მოხარშეთ სიმინდის მარცვლები. გადაწურეთ და დააფარეთ რომ არ გაცივდეს. (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები).

5

სუპი ბლენდერში ნაწილ–ნაწილ გადაიტანეთ და დააბლენდერეთ გლუვი მასის მიღებამდე. შემდეგ ისევ ქვაბში გადმოიტანეთ. მირთმევისას მორთეთ შემწვარი ბეკონით, სიმინდის მარცვლებით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გოგრის მოყვარულებს მეტად გემრიელი კრემ–სუპის რეცეპტს გთავაზობთ. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
გოგრის მოყვარულებს მეტად გემრიელი კრემ–სუპის რეცეპტს გთავაზობთ. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
ბროკოლის კრემ–სუპი – შესანიშნავი სადილი მთელი ოჯახისათვის!
ბროკოლის კრემ–სუპი – შესანიშნავი სადილი მთელი ოჯახისათვის!
ავტორი:
უმარტივესი და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი.
უმარტივესი და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი.
ავტორი: