რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ქათმის ფრთები იაპონურად

მოაწყვეთ უგემრიელესი იაპონური კულინარიის საღამო თქვენს სამზარეულოში და ასიამოვნეთ ოჯახი!
მოაწყვეთ უგემრიელესი იაპონური კულინარიის საღამო თქვენს სამზარეულოში და ასიამოვნეთ ოჯახი!
0:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 2/5  კგ. ქათმის ფრთები
1  ცალი კვერცხი
1  ჭიქა ფქვილი
225  გრამი კარაქი
3  ს/კ სოიოს სოუსი
3  ს/კ წყალი
1  ჭიქა შაქარი
1/2  ჭიქა თეთრი ძმარი
1  კბილი ნიორი
1  ჩ/კ მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F).

2

მჭრელი დანის გამოყენებით მოაჭერით ქათმის ფრთებს ჯერ ბოლოები და შემდეგ გაჭერით ისინი შუაზე.

3

მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხი ღრმა თეფშზე. დაყარეთ ფქვილი მეორე თეფშზე. აგორგოლავეთ შუაზე გაჭრილი ქათმის ფრთები ჯერ კვერცხში და შემდეგ ფქვილში.

4

გაადნეთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დიდ და ღრმა ტაფაზე. შეწვით ფრთები ორივე მხრიდან, ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე(ყველა არ დაგეტევათ ამიტომ: გაადნეთ ჯერ კარაქის ნახევარი და შეწვით ფრთების ნახევარი და მეორედაც იგივე გაიმეორეთ).

5

დაფარეთ საცხობი ლანგარი(x2) ალუმინის ფოლგით და დაალაგეთ მასზე შემწვარი ქათმის ფრთები.

6

მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ სოიოს სოუსი, წყალი, შაქარი, ძმარი, მარილი და პატარა ნაწილაკებად დაქუცმაცებული მცირე/საშუალო ზომის კბილი ნიორი.

7

მოასხით ქათმის ფრთებს მომზადებული სოუსი და აცხვეთ გახურებულ ღუმელში 30-45 წუთის განმავლობაში. თან ლანგარის ფსკერზე დარჩენილი სოუსი ზემოდან ხშირ-ხშირად მოაცხეთ(გამოიყენეთ ფუნჯი).

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
იაპონური სამზარეულოს მოყვარულებო დააგემოვნეთ გემრიელი კერძი ამომავალი მზის ქვეყნიდან :)
იაპონური სამზარეულოს მოყვარულებო დააგემოვნეთ გემრიელი კერძი ამომავალი მზის ქვეყნიდან :)
ავტორი:
მოამზადეთ ბრინჯი განსხვავებულად ამ იაპონური რეცეპტის მიხედვით.
მოამზადეთ ბრინჯი განსხვავებულად ამ იაპონური რეცეპტის მიხედვით.
ავტორი:
სუში იაპონური სამზარეულოს მარგალიტია. გთავაზობთ რეცეპტს სუშის ორაგულით მოსამზადებლად.
სუში იაპონური სამზარეულოს მარგალიტია. გთავაზობთ რეცეპტს სუშის ორაგულით მოსამზადებლად.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები