რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ვაშლის ღვეზელი ჯემით

არ გამოტოვოთ გემრიელი ღვეზელის რეცეპტი. შეგიძლიათ მოამზადოთ სასურველი ხილის ჯემით.

0:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
500  გრამი ფქვილი
მწიკვი მარილი
250  გრამი უმარილო კარაქი
125  გრამი შაქარი
2  ცალი კვერცხი
1  ჩ/კ საფუარი
წყალი
200  გრამი კომშის ჯემი
3  ცალი ვაშლი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დიდ თასში ჩაცერით ფქვილი და შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება.

2

ამ ჩაღრმავებაში მოათავსეთ მარილი, კვერცხი, დაჭრილი კარაქი და შაქარი. ხელით კარგად აზილეთ.

3

მოზილეთ ცომი. თუ ზედმეტად მშრალი იქნება დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი ან რძე. გააკეთეთ დიდი გუნდა, გადაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედგით მაცივარში სულ მცირე 1 საათით.

4

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.

5

ღვეზელის ძირის გასაკეთებლად ცომის ნახევარი წრიულად გააბრტყელეთ და მოათავსეთ მრგვალ საცხობ ლანგარზე.

6

ცომი ჯემით ამოავსეთ და ზემოდან გათლილი და თხლად დაჭრილი ვაშლი მოალაგეთ.

7

გააბრტყელეთ დარჩენილი ცომი და დაჭერით 1 სმ სიგანის ზოლებად.

8

ზოლები ზემოდან ისე გადაადეთ ღვეზელს, რომ მართობულად კვეთდნენ ერთმანეთს (იხ.სურათი).

9

თავზე გადაუსვით ცოტაოდენი რძე ან კვერცხის გული. აცხვეთ 30–40 წუთით. მიირთვით ცხელი ან თბილი.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
ბასკური სამზარეულო მხოლოდ წვნიანებითა და სოუსებით როდია განთქმული. ისიამოვნეთ!

ავტორი:
მაყვლისაგან ბევრი გემრიელობის გაკეთებაა შესაძლებელი :) ეს ღვეზელი კი ერთ-ერთი მათგანია.

ერთ–ერთი საუკეთესო და გამორჩეული დესერტი ცხობის გარეშე :)

კიდევ ერთი გემრიელი დესერტის რეცეპტი – თეთრი შოკოლადისა და ჟოლოს არაჩვეულებრივი კომბინაციით.

კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები