გთავაზობთ მარტივ მეთოდს კვერცხის მაგრად მოსახარშად და ადვილად გასაფრცქვნელად.
მოათავსეთ კვერცხი ქვაბში. დაფარეთ ცივი წყლით. გააცხელეთ საშუალო ტემპერატურაზე და ნელ–ნელა აადუღეთ.
როცა წყალი დუღილს დაიწყებს, ქვაბს თავსახური დააფარეთ და გაზქურიდან გადმოდგით. კვერცხი ცხელ წყალში 15–17 წუთით გააჩერეთ.
გადაწურეთ, გაფრცქვენით და გემრიელად მიირთვით.
მოხარშული კვერცხი რომ მარტივად გაიფრცქვნას მოხარშვის შემდეგ ცივ წყალში მოათავსეთ. როცა კვერცხი გაცივდება მისი გარჩევა ბლაგვი (განიერი) ბოლოდან დაიწყეთ.
შეგიძლიათ კვერცხი გამდინარე წყლის ქვეშ, ან ცივი წყლით სავსე ჯამში გაფრცქვნათ.
აღსანიშნავია, რომ ძველი კვერცხი ახალთან შედარებით უფრო მარტივად იფრქცვნება.