რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
როგორ ამოვიყვანოთ ყველი და მოვამზადოთ ნადუღი?
ავტორი: teko

ბავშვობაში მეგონა, რომ ბებო ჭყინტი ყველის, გემრიელი ხაჭოს, მაწვნის, ნადუღისა და სხვა რძის პრდუქტების დასამზადებლად ჯადოსნურ ინგრედიენტებს იყენებდა. მაშინ წარმოუდგენელი ჩანდა, როგორ შეიძლებოდა სითხეს მიეღო სხვათასხვა მდგომარეობა და თან ეს შეენარჩუნებინა დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩამოთვლილი პროდუქტების მომზადების ჯადოსნური საიდუმლო ამომეხსნა და ვფიქრობ, ეს ბევრი თქვენგანისთვისაც საინტერესო იქნება. რაც მთავარია, რძის პროდუქტების სახლის პირობებში დამზადება დაგიზოგავთ ბევრ ფულს და ოჯახის წევრებს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტებით გაუმასპინძლდებით, რისი დაგემოვნებაც თითოეულ მათგანს ბავშვობის გემრიელ მოგონებებს გაახსენებს. 

 


დღეს გაგიზიარებთ ყველის ამოყვანის საიდუმლოს:

ინგრედიენტები:

– 6 ან 8 ლიტრი რძე
– ე.წ. კვეთი (მაჭიკი ან პეფსინი)
– ალუმინის ჭურჭელი რძის შესათბობად
– ჭურჭელი ყველის შესანახად. სასურველია გამოიყენოთ საწურის ტიპის პლასტმასის ჯამი.

* მაჭიკი არის ძუძუმწოვარი ცხოველების კუჭის ბოლო განყოფილება. მაჭიკის უჯრედები გამოყოფენ კუჭის წვენს, რომელიც შეიცავს პეფსინს. ახალშობილი ცხოველების მაჭიკის წვენისგან მზადდება კვეთი, რომელსაც ხაჭოსა და ყველის დასამსაზედლად იყენებენ.
პეფსინი არის სითხე, რომელიც რძეს შედედებაში დაეხმარება. მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში.
მაშ ასე, ბებოს ჯადოსნური ინგრედიენტის საიდუმლოც ამოხსნილია! 

 

ჭყინტი ყველის ამოყვანის ეტაპები:

 

1
ნაწილი
გავათბოთ რძე ალუმინის ქვაბში

რძე მოათავსეთ ალუმიმნის ქვაბში და შეათბეთ. გაითვალისწინეთ, რომ რძე არ უნდა ადუღდეს. ხელით მოსინჯეთ და როგორც კი მივა იმ ტემპერატურამდე, რომ ხელს არ გწვავდეთ, გადმოდგით გაზიდან. ჩაასხით მასში კვეთი, მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 30–40 წუთით (მე ვიყენებ ყველის კვეთის სითხეს, პეფსინს. საზომად შეგიძლიათ პეფსინის ქილის თავსახური გამოიყენოთ. ხუფის ძირს რომ დაფარავს სითხე, ეს მოცულობა საკმარისი იქნება 8 ლიტრი რძის ასაჭრელად. ჩაასხით სითხე შემთბარ რძეში, მოურიეთ და ქვაბი დადგით შეფუთულ მდგომარეობაში, რათა ძალიან არ გაცივდეს.

2
ნაწილი
ყველის ამოყვანა

30/40 წუთის გასვლის შემდეგ რძე გახდება ერთგვაროვანი მასა. შედედებული რძე შემოდგით დაბალ ცეცხლზე შესათბობად და მოურიეთ, მოეხმარეთ მასას აიჭრას. შემთბარი რძე გადმოდგით გაზიდან და რძის აჭრილი ნაწილები ხელით მოაგროვეთ. ასე შესაძლებელი იქნება ყველის ამოყვანა. თავიდან ყველის ნაწილები გაიშლება, თუმცა ისინი ერთად მოგროვების შემდეგ მარტივად შეიკვრება. შეგროვების პროცესში ყველი ოდნავ მოწურეთ და ეცადეთ ძალიან არ გამოწუროთ, რომ არ დაპატარავდეს და არ გამოშრეს. ამის შემდეგ ყველი მოათავსეთ საწურის მსგავს პლასტმასის ჯამში და ზედაპირზე მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. ახალ ამოყვანილი ყველი სითხეს კიდევ გამოყოფს, რაც არ უნდა გადაასხათ, ქვაბში ჩააბრუნეთ დარჩენილ სითხესთან ერთად. ეს სითხე შემდგომ კიდევ გამოდგება.

 

3
ნაწილი
ნადუღის მომზადება და სხვა რჩევები

გაციების შემდეგ ყველი მზად არის სუფრაზე მისატანად.
იმ შემთხვევაში, თუ  გსურთ ყველის ე.წ. დამარილება, ამისათვის ყველი მარილიან წყალში უნდა შეინახოთ.

ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი სითხეს არასდროს ვასხამ. როგორც აღმოჩნდა, ამ სითხეს ეძახიან შრატს და მისგან ამზადებენ ნადუღს. სითხეს იმავე ქვაბში ვადუღებ 5–10 წუთის განმავლობაში და როცა სითხე დაიწმინდება და აჭრილი რძის მასები გამოჩნდება, წვრილ საცერზე ვწურავ და ვიღებ ნადუღს. მართალია ბევრი არ გამოდის, მაგრამ ძალიან გემრიელია. ნადუღს შეგძლიათ შეურიოთ წვრიად დაჭრილი პიტნა და სულგუნის ფირფიტებთან ერთად მიირთვათ.


ნადუღსიგან დარჩენილი სითხე შეგიძლიათ თბილი  დალიოთ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და უკუჩვენებები არ აქვს. შრატი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭაპურის ან პურის ცომის მოსაზელად, განსაკუთრებულ სასარგებლო თვისებებს შესძენს ცომს.

 

თუ მოგეწონათ ჩემი რჩევა, გაუზიარეთ მეგობრებს :)

ბეჭდვა
კომენტარები
3 კომენტარი

nona
05/19/2017
gaixaret, da ramdeni gamodis wonit 7-8 litri rzisgan. anu mainteresebs 1 kg. yvels ramdeni rze schirdeba gmadlobt.
teko
05/21/2017
ქალბატონო ნონა, ყველის ზომა დამოკიდებულია რძის ცხიმიანობასა და კვეთის რაოდენობაზე. 1კგ ყველი რომ გამოგივიდეთ საშუალოდ 7 ან 8 ლიტრი რძე დაგჭირდებათ.
irma
06/04/2017
Xoda, rdzeshi 1.50-s ROM gadaixdi, 1 kg Yveli 12 lari gamodis, RAC 2- jer dzviria bazris pasze. Garda amisa audugari rdzis moxmareba sasjishi ar Aris? Zogadad, saintereso iyo tqveni statia.
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
ბროწეულის გარჩევა იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ გგონიათ. გაეცანით ჩვენს პრაქტიკულ რჩევას.
ბულგარული წიწაკის მარტივად დასაჭრელად თვალი გადაავლეთ ამ რჩევას :)
ნივრის გარჩევის მარტივი წესი.
მოხარშული კარტოფილის სწრაფად და მარტივად გაფცქვნის მეთოდი.