მოხარშული კარტოფილის გაფცქვნა იმაზე მარტივია, ვიდრე გვგონია :)
გარეცხეთ კარტოფილი. დანით კანი შუაზე წრიულად დასერეთ.
დაფარეთ წყლით და ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე.
როცა კარტოფილი მოიხარშება, გაზქურიდან გადმოდგით და გადაუწურეთ ცხელი წყალი.
გააგრილეთ გამდინარე ცივი წყლის ქვეშ.
ხელით მოაცალეთ გაჭრილი კანის ორივე ნაწილი.
კარტოფილი უკვე გაფცქვნილია :)