რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
როგორ გავაკეთოთ ბადაგი
ავტორი: tamta

გააკეთეთ ბადაგი შინ და მოამზადეთ ისეთი გემრიელი ტკბილეულები როგორიცაა ფელამუში, ჩურჩხელა და ტკბილი კვერი :)

 

დაგვჭირდება 5 კგ მწიფე თეთრი ყურძენი (გამოვა დაახლოებით 2 ლიტრი ბადაგი).

1
ნაწილი
გარეცხეთ ყურძენი

ყურძენი გარეცხეთ და მოაშორეთ ყუნწები.

2
ნაწილი
ყურძენი საწურზე მოათავსეთ

საწური დიდ თასზე შემოდგით, ზედ ყურძნის მარცვლები მოათავსეთ და დაჭყლიტეთ.

3
ნაწილი
კარგად გაწურეთ

დაჭყლიტეთ და გაწურეთ ისე, რომ საწურზე მხოლოდ ყურძნის კანი და კურკები დარჩეს. მიაშველეთ ხელიც და გაწურეთ ყურძენი ბოლომდე.

4
ნაწილი
წვენი აადუღეთ

წვენი დიდ ქვაბში გადაიტანეთ და საშუალო ტემპერატურაზე წამოადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3 საათით. წვენი ცოტათი შემცირდება. ამ გზით მივიღებთ შაქრის(ფრუქტოზის) 60 % შემცველობას.

5
ნაწილი
მოაშორეთ ქაფი

თვალყური ადევნეთ დუღილის პროცესს და ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი ქაფქირით მოაშორეთ.

6
ნაწილი
გაატარეთ საცერში

სამ საათიანი დუღილის შემდეგ წვენი შემცირდება. ბადაგი მთელი ღამით ქვაბში გააჩერეთ, შემდეგ გაატარეთ საცერში და წვენი თასში მოათავსეთ.

7
ნაწილი
შეინახეთ ქილებში

ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. გამოიყენეთ ფელამუშის, ჩურჩხელის ან ტკბილი კვერის მოსამზადებლად.

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
როგორ გავტეხოთ ქოქოსი მარტივად.
რამდენიმე ეფექტური მეთოდი ხახვის უცრემლოდ დასაჭრელად.
დაჭერით ლიმონი ორიგინალურად და გააფორმეთ კერძები და სასმელები.
როგორ დავჭრათ ანანასი მარტივად და ლამაზად.