ლამაზად დაჭრილი ლიმონით სხვადასხვა კერძებისა და სასმელების გაფორმება შეგვიძლია.
გთავაზობთ ლიმონის დაჭრის სამ მეთოდს, რომლებიც კერძებსაც დაამშვენებს და სასმელებსაც :)
ლიმონს კანი ზოლებად მოათალეთ ან დანით მოაჭერით. შემდეგ კი მრგვლად დაჭერით.
ლიმონი მრგვლად დაჭერით. თითოეული ნაჭერი დანით ცენტრამდე ჩაჭერით და დაგრიხეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. გააფორმეთ სასურველი კერძი.
ლიმონს თავი და ბოლო მოაჭერით. გაყავით შუაზე (სიგრძეზე). შემდეგ თითოეული ნახევარი ოთხად გაჭერით.