გემრიელი კერძებით გაწყობილ სუფრას ლამაზად გაფორმებული ხელსახოცები უფრო ხალისიანს და დახვეწილს ხდის.
დაგვჭირდება ნაჭრის კვადრატული ფორმის ხელსახოცი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოციც.
გაშალეთ კვადრატული ფორმის ხელსახოცი. ოთხივე კუთხე ცენტრში გადაკეცეთ. მიიღებთ კვადრატს.
შეაშველეთ ხელი და ხელსახოცი გადმოაბრუნეთ. ოთხივე კუთხე ამჯერადაც ცენტრისაკენ გადმოკეცეთ.
თითებით ხელსახოცის ცენტრს დააწექით და ქვემოდან ოთხივე გახსნილი ბოლო სათითაოდ ფრთხილად ამოუკეცეთ.
მიიღებთ ლოტოსის ყვავილის ფურცლებს.
მოათავსეთ ხელსახოცი თეფშებზე და გაალამაზეთ სუფრა :)