ხის პალეტები შესაძლოა თქვენი სახლის განუყოფელ ნაწილად იქცეს, რადგან მისგან ბევრი ორიგინალური ავეჯისა და დეკორაციის გააკეთებაა შესაძლებელი.
პალეტისაგან ყავის მაგიდის აწყობა ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ პალეტები და გორგოლაჭები. ამგვარი მაგიდები არაჩვეულებრივი სათავსოა წიგნებისა და ჟურნალებისთვის.
შეგიძლიათ, ყავის მაგიდა განსხვავებული დიზაინითაც გააკეთოთ. ეს კიდევ უფრო მარტივი გასაკეთებელია და თანაც მეტად თანამედროვეა. დაგჭირდებათ ხის პალეტები (სურვილისამებრ, შეგიძლიათ, შეღებოთ) დაუმაგროთ გორგოლაჭები და ზემოდან მაგიდის ზომის მინა მოარგოთ.
სამზარეულოს მაგიდის გასაკეთებლად სულ ცოტა 3 პალეტი და საღებავები დაგჭირდებათ. თანაბარი ზომის ორ პალეტს თავზე ერთი პალეტი გადაადეთ, დაამაგრეთ, შეღებეთ და გემრიელად ისადილეთ.
მარტივად ასაწყობი საწოლი თქვენი შინაური ცხოველისათვის. ააწყვეთ მართკუთხა ფორმის საწოლი და შიგნით ფუმფულა ბალიში ჩააფინეთ. სულ ეს არის :)
ორადგილიან სავარძელზე რას იტყოდით? თანაც წინ პატარა მაგიდითაც რომ დავამშვენოთ? შეგიძლიათ, დადგათ ბაღში ან შინ სასურველ ოთახში.
დაგჭირდებათ ორი პალეტი. შეღებეთ თეთრად და გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით. შედეგად მიიღებთ ორიგინალურ წიგნების თაროს.
დიახ, პალეტებისაგან საწოლის გაკეთებაცაა შესაძლებელი. მოიმარაგეთ პალეტები და გააკეთეთ სასურველი სიმაღლის, ზომისა და ფერის საწოლი.
რას იტყოდით ფეხსაცმელების ასეთ ორიგინალურ სათავსოზე? :)
ერთი ან რამდენიმე პალეტის გაერთიანებით და შეღებვით მარტივად გააკეთებთ ყვავილებისათვის ლამაზ თაროებს.
პალეტს კიდე ერთი კარგი ფუნქცია შეგვიძლია გამოვუძებნოთ და ზედ ფოტოების რამდენიმე გრძელი რიგი დავამაგროთ :)