რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
ლუდი: ქილა თუ ბოთლი
ავტორი: tomato
ლუდი ბოთლში თუ ქილაში? ამჩნევთ განსხვავებას? ანიჭებთ უპირატესობას? გაეცანით საინტერესო ინფორმაციას და გაგვაცანით თქვენი აზრი.

მრავალმა მომხმარებელმა თქვა უარი ბოთლის ლუდზე და ქილის ლუდის მომხმარებელი გახდა. კომპანიები ამ ადამიანების მისაზიდად და შესანარჩუნებლად სტანდარტული ბოთლის გარდა ლუდს უშვებენ ორიგინალური გაფორმების ქილის შეფუთვებშიც. ეს ტენდენცია კი უფრო მეტად ამწვავებს ლუდის მოყვარულთა რიგებში იმ დავას, რომელიც შემდეგ კითხვას ეფუძნება: რომელია უკეთესი – ქილის ლუდი თუ ბოთლის ლუდი?

 

ალუმინის შეფუთვა იცავს ლუდს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან და ბევრისთვის მისი შეფუთვა უფრო მოსახერხებელიცაა. რამდენჯერ დაგილევიათ მზეში ბოთლის ლუდი? ალბათ სმის პროცესშივე გიგრძვნიათ ცვლილება ხარისხში. სხვა დროს გაითვალისწინეთ და ექსკურსია იქნება ეს თუ სხვა რაიმე შეკრება დღისით, მზისით, ბოთლის ლუდს ქილის ლუდი არჩიეთ.

თუ დაგილევიათ ქილის ლუდი, შეიძლება ალუმინის გემო და სუნიც გიგრძვნიათ და შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით უპირატესობა ისევ ბოთლის ლუდისთვის მიგინიჭებიათ. ნუ ჩქარობთ, გაითვალისწინეთ, რომ ქილიდან ლუდის დალევისას თქვენი ტუჩები ალუმინს ეხება და ცხვირიც იქვე, ახლოს გაქვთ. ლუდს ტყუილად ნუ დაადანაშაულებთ, გადაასხით ჭიქაში, დალიეთ და მიხვდებით, რომ ალუმინს მისთვის არაფერი დაუშავებია.

 

ქილის ლუდისადმი გარკვეული უარყოფითი წარმოდგენა დასავლეთის ქვეყნებში ჩამოაყალიბა იმ ფაქტორმაც, რომ დაბალხარისხიანი ლუდის მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას უმეტესად მხოლოდ ალუმინის შეფუთვით უშვებდნენ.

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი სტატიები