ფლორიან პინელი ამერიკაში მცხოვრები ფრანგი მზარეულია. 2005 წელს მან კულინარიული განათლების ინსტიტუტი დაამთავრა და წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა სხვა და სხვა რესტორანში. ჯერ კიდევ ბავშვობიდან უწევდა მას მოგზაურობა მსოფლიოს აღმოსავლეთ ქვეყნებში. რამდენიმე წლის წინ კი მეგობარ მზარეულებთან ერთად საქართველოს ეწვია კავკასიის კულინარიული ტურის ფარგლებში. მათ გადალახეს ჩვენთვის ჩაკეთილი საზღვარი და აფხაზეთსაც ეწვივნენ. გთავაზობთ პინელის ჩანაწერების თარგმანს.
"საქართველოდან აფხაზეთში მოსახვედრი ერთადერთი გზა ენგურის გამშვებ პუნქტზე გადის. თუ აფხაზეთის ეგრედწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი დიდად დაკავებული არაა სოციალურ გვერდზე პროფილის შემოწმებით და თუ უბრალოდ გაგიმართლათ, 5 დღეში მიიღებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ნებრათვას.ზუგდიდიდან გამშვებ პუნქტამდე ტაქსი დაახლოებით 15 წუთში მიგიყვანთ.
ქართველი ოფიცრები საკმაოდ მეგობრულები არიან. ჩვენი მოგზაურობის მიზნის 3-ჯერ გამეორებისა და 1 საათიანი ლოდინის შემდეგ ისინი გვაძლევენ “საზღვრის” გადაკვეთის უფლებას. თან გვთხოვენ გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნეთო, ზოგიერთი მათგანი სოხუმში გაიზარდა და 20 წელზე მეტია, რაც იქ აღარ ყოფილან.ტაქსით სოხუმამდე საათნახევრიანი მგზავრობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმოქცევაში რუსული რუბლია. ერთადერთმა ბანკომატმა შეიძლება არ მიიღოს ან არ დაგიბრუნოთ თქვენი პლასტიკური ბარათი. საბჭოური რელიქვიები აქ თვალს არ მოაკლდება. ბილბორდები ქება-დიდებას ასხავენ “დამოუკიდებელ” აფხაზეთს.
გაგრა უფრო მეტად ტურისტული დანიშნულების ადგილია. სასტუმროები, პოსტ-საბჭოური სანატორიუმები, რესტორნები და კაფეები სანაპიროზევეა. ფეხითმოსიარულე ახალგაზრდა ბიჭი ჩებურეკებით ვაჭრობს.
გაგრას ბაზარი ნამდვილად ღირებული ადგილია კერძების სუნელებით გასამდიდრებლად. აქვე ნახავთ თაფლის, წვენის, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დიდ ასორტიმენტსაც. ნახავთ, მაგრამ ყიდვა არ ღირს. ჩვენი მოგზაურობისას ღვინო ბევრ ქართულ ოჯახში უპრობლემოდ დამილევია, მაგრამ აქაური ღვინო ნამდვილი საზიზღრობაა.
საქართველოს სტუმრობისას ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დღეში მინიმუმ ერთხელ მოუწევს ხაჭაპურის დაგემოვნება. აფხაზეთში ვნახე ზუსტად ის, რასაც აჭარული ხაჭაპური ქვია სხვაგან, მაგრამ აქ ამ სახელწოდების წარმოთქმას შეიძლება დაუყოვნებლივ ტყვია მოჰყვეს თქვენს თავში.ბაზარში ყოფნისას თვალში მოგვხვდა ყველის და თაფლის ასორტიმენტიც. თაფლისთვის ტრადიციული ადგილობრივი რეცეპტით კაკლებიც დაუმატებიათ.
იმას, რაც კაფეში მივირთვით მოშიებულებმა, ნამდვილი შაშლიკი ერქვა. რიწის ტბაზე რუსულენოვანმა გიდმა და შეიარაღებულმა მძღოლმა აგვიყვანა.ჯამში საკმაოდ თავშესაქცევი მოგზაურობა გამოგვივიდა. მოვისმინეთ არაერთი ლეგენდა და ანეკდოტი ადგილობრივ მამაკაცურ ტრადიციებზე."