რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
აგრესიის მიზეზი ბავშვებში
ავტორი: tomato
მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვები, რომლებიც გაზიან სასმელებს ხშირად მოიხმარენ, მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან, ვიდრე სხვა ბავშვები. წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ მეტი ამასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სააგენტო “რეუტერსის” ცნობით, ამავე კვლევის შედეგების საფუძველზე, ბავშვები, რომლებიც ტკბილი გაზიანი სასმელების აქტიური მომხმარებლები არიან, გამოირჩევიან შედარებით უფრო მეტი აგრესიულობით, ვიდრე სხვა ბავშვები. მსგავსი კვლევები არაერთხელ ჩატარებულა აშშ-ში, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შესწავლილ იქნა მონაცემები 3000-მდე ბავშვის შესახებ. სუიციდი, აგრესია, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება – აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემები უფრო ხშირად თავს იჩენს ტკბილი გაზიანი სასმელების აქტიურად მომხმარებელ ბავშვთა რიგებში.

მკვლევარებს არ შეუძლიათ ისაუბრონ იმ ზუსტ მიზეზებზე, რაც ბავშვის ხასიათსა და სასმელების მოხმარებას შორის ასეთ კავშირს განაპირობებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს კოფეინის შემცველობით უნდა იყოს განპირობებული. ამერიკელი პედიატრების ნაწილის განცხადებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და სწორი მიმართულებით წაიყვანს შემდგომ პროცესებს. ყველაფრის მიუხედავად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კვლევა ეხებოდა მხოლოდ ამერიკული, ლათინური და აფრიკული წარმოშობის ოჯახებს, რომელთა დიდ ნაწილშიც მარტოხელა დედები იყვნენ და ამიტომაც კვლევის შედეგების განვრცობა მთელი მსოფლიოს ბავშვებზე არამართებული იქნებოდა.

თქვენ თუ დაკვირვებიხართ და შეგიმჩნევიათ მსგავსი კავშირი ტკბილი გაზიანი სასმელების აქტიურ მოხმარებასა და ბავშვის აგრესიულ ქცევას შორის?

ბეჭდვა
loading...
კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
ხორციანი ღვეზელები
ხორციანი ღვეზელები
გიზიარებთ გემრიელი ხორციანი ღვეზელების რეცეპტს. შეიძლება ერთი შეხედვით რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი გამოცდილების და პრაქტიკის ამბავია :)
ავტორი:
გოგრის კრემ-სუპი
გოგრის კრემ-სუპი
უმარტივესი და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი.
ავტორი:
ყველის სოუსი
ყველის სოუსი
გთავაზობთ გემრიელ ყველის სოუსის რეცეპტს რომელიც ყველაფერს უხდება. სალათებს, ტოსტებს, ბლინებს და ა.შ.
ავტორი:
რეცეპტები საახალწლო სუფრისთვის
2018 წლის საახალწლო რეცეპტების ნაკრები.
თარიღი: 12/27/2017
ავტორი: khatia
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
როგორ დავჭრათ და შევწვათ კომში
იხილეთ თუ როგორ ავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ კომში.
როგორ ვიკვებოთ სწორად
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით? სწორად კვება მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობს? გაეცანით დიეტოლოგთა რჩევებს, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად.
თარიღი: 05/06/2017
ავტორი: tamta
კულინარების მოგზაურობა ოკუპირებულ აფხაზეთში
ამერიკაში მცხოვრები ფრანგი მზარეული მეგობარ მზარეულებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. გთავაზობთ ჩანაწერების თარგმანს.
თარიღი: 03/02/2017
ავტორი: tomato
მსგავსი სტატიები