პრასი ნიგვზით
ნიგოზი, სუნელები და ბროწეული ამ კერძს უგემრიელეს არომატსა და გემოს აძლევს, მოსამზადებლადაც ძალიან მარტივია.
პრასი გარეცხეთ და მარიალიან წყალში 25 წუთის განმავლობაში ხარშეთ; მოხარშული პრასი კარგად გაწურეთ და ლანგარზე გადაიტანეთ.
ნიორი და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გატარებულ მასას დაუმატეთ სუნელები (უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი), მწიკვი მარილი და წიწაკა. ამ ყველაფერს ნელ-ნელა დაასხით ძმარი, 16 სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი და ხელით კარგად აურიეთ.
პრასი სათითაოდ ფრთხილად ამოავლეთ გატარებული ნიგვზის მასაში, კონებად დაახვიეთ და ჩიტის ბუდის ფორმა მიეცით. გადაიტანეთ ლანგარზე. გაიმეორეთ იგივე პროცედურა, სანამ პრასი და ნიგვზის მასა არ გამოილევა.
თითოეული ჩიტის ბუდე მორთეთ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით :)