ქამა სოკოს სალათა ქათმის ხორცით
მარტივი რეცეპტი სოკოს და ქათმის ხორცის მოყვარულთათვის გემრიელი სალათის მოსამზადებლად!
სოკო დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ხორცი დავჭრათ ღერებად, ხახვი ნახევარ რგოლებად, სტაფილო ღერებად. მომზადებული პროდუქტები სასალათეში ჩავაწყოთ ფენებად ( თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზი) და მოვრთოთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!