გოგრის პიურე
გემრიელი და სასარგებლო, ბავშვებისთვის, დიდებისთვის.
მოაჭერით გოგრას ყუნწიანი თავი. გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლი და რბილობი და შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
ჩადეთ ქვაბში ამოტრიალებული თეფში, ჩაალაგეთ გოგრის ნაჭრებიც ამოტრიალებულად და დაფარეთ წყლით. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
მოხარშულ ნაჭრებს კოვზით ამოაფხიკეთ გულსართი და გათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ბლენდერი არ გაქვთ, კარგად ჩაჭყლიტეთ.
ნუ გადაყრით თესლს, ხომ იცით მას როგორი გემრიელი დანიშნულება აქვს.