რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ანწლის ყვავილის ნაყენი

არომატული და გამაგრილებელი ანწლის ყვავილის ნაყენი მარტივია სახლის პირობებში მოსამზადებლად.
არომატული და გამაგრილებელი ანწლის ყვავილის ნაყენი მარტივია სახლის პირობებში მოსამზადებლად.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
კგ. შაქარი
2   ცალი ლიმონი
20   ცალი ანწლის თავი
85   გრამი ლიმონმჟავა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოათავსეთ შაქარი და 1.5 ლიტრი წყალი ყველაზე დიდ ქვაბში რაც კი გაქვთ. შაქარის გასადნობად ცოტათი ისე გააცხელეთ, რომ არ ადუღდეს. ურიეთ გამუდმებით. ლიმონს კარტოფილის სათლელის დახმარებით მოაცალეთ კანი, შემდეგ კი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით.

2

როცა შაქარი გადნება, ქვაბში სიროფი დუღილამდე მიიყვანეთ, შემდეგ გამორთეთ გაზი. შეავსეთ თასი ცივი წყლით. ყვავილებს წყლით ჭუჭყი და მწერები გააშორეთ. ამოიღეთ ყვავილები, მსუბუქად შეანჯღრიეთ და მოათავასეთ სიროფში ლიმონთან, ცედრასთან და ლიმონმჟავასთან ერთად. კარგად აურიეთ. დააფარეთ ქვაბს და დატოვეთ 24 საათით, არომატების გაჯერებამდე.

3

დააფინეთ თუშფალანგს (რკინის საწურს) სუფთა ჩაის ტილო, შემდეგ შემოდგით დიდი თასზე ან ქვაბზე. სიროფში ჩამჩით გადაიტანეთ – დააცადეთ, რომ ნელნელა ჩამოიწუროს. მოაშორეთ ტილოზე დარჩენილი ზედმეტი ნაჭრები. გამოიყენეთ ძაბრი და შეავსეთ სტერილური ბოთლები (ქაფიანი წყლით კარგად გარეცხეთ ბოთლები, და გააშრეთ). ნაყენი შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში არა უმეტეს 6 კვირისა. ან გაყინეთ პლასტმასის კონტეინერში ან ყინულის ფორმებში და გაადნეთ საჭიროებისამებრ.

ანწლის თავი უნდა იყოს ახალი, ღეროებმოცლილი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები