ჭარხლის ფხალი
ჭარხლის ფხალი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში მზადდება. სამარხვო და გემრიელი ქართული კერძის რეცეპტი კულინარიაზე.
ჭარხალი ქვაბში მოათავსეთ და მოხარშეთ. ამასობაში, ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ ან გაატარეთ. მოათავსეთ თასში სუნელებთან და მარილთან ერთად.
გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი, დაჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მოათავსეთ თასში ნიგვზიან მასასთან ერთად.
წვრილად დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ თასში. ჩაასხით ძმარიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელით კარგად შეურიეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის კოვზიც).
გააგრილეთ მაცივარში. მირთმევამდე გააფორმეთ ხახვით, მწვანილით, ბროწეულის მარცვლებითა თუ სხვა სასურველი ინგრედიენტით.