შოკოლადის მინანქარი
ცოტა გავშოკოლავდეთ
ჩავყაროთ 2 შეკვრა კაკაო პატარა ემალის ქვაბში. დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი და 5 სადილის კოვზი წყალი. ერთმანეთში კარგად ავურიოთ და შემდეგ დავამატოთ 50 გრამი მარგარინი/კარაქი. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ვურიოთ.
როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და მოვასხათ ნამცხვარს, სანამ ცხელია.