შემწვარი მწყრები ნიგვზის საწებლით
თუ რაიმე განსხვავებულის მომზადება გსურთ სადილად, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
მწყრები გავასუფთაოთ, გავრეცხოთ დავაწყოთ ტაფაზე და შევწვათ. შესაწვავად საკმარისია მათივე ცხიმი. თასში აურიეთ ნიგოზი, მარილი და დანაყილი ქინძი. შემწვარი მწყრები გამზადებულ ნიგვზის საწებელში ჩავაწყოთ და დავასხათ ტაფაზე დარჩენილი ცხიმი.