რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ჩინური ბრინჯის ფაფა

აზიის ქვეყნებში გავრცელებული ტრადიციული ლანჩის რეცეპტი – იდეალური სქელი ფაფის მოსამზადებლად.
აზიის ქვეყნებში გავრცელებული ტრადიციული ლანჩის რეცეპტი – იდეალური სქელი ფაფის მოსამზადებლად.
0:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
450  გრამი ღორის ხორცის ფარში
1/2  ჩ/კ დაკეპილი ახალი კოჭა
1  კბილი დაკეპილი ნიორი
1  ჩ/კ ბრინჯის ღვინო
მარილი
1/4  ჩ/კ შაქარი
1/2  ჩ/კ სოიოს სოუსი
1 1/2  ჩ/კ სიმინდის ფქვილი
2  ჩ/კ მცენარეული ზეთი
2  თავი დაჭრილი მწვანე ხახვი
6  ჭიქა წყალი
1/2  ჭიქა მრგვალი ბრინჯი
1  ჭიქა სიმინდის მარცვლები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

თასში აურიეთ ფარში, კოჭა, ნიორი, ღვინო, 1/4 ჩ/კ მარილი, შაქარი, სოიოს სოუსი, სიმინდის ფქვილი და ზეთი. კარგად შეურიეთ და შედგით მაცივარში.

2

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი. დააფარეთ თავსახური და აადუღეთ. როცა ადუღდება, გაზქურას დაუწიეთ და დაბალ ტემპერატურაზე დაფარებულ მდგომარეობაში ადუღეთ. 15 წუთის შემდეგ მოურიეთ, რათა ბრინჯი ქვაბის ძირს არ მიეკრას. კვლავ დააფარეთ ქვაბს და ბრინჯი დაბალ ტემპერატურაზე კიდევ 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ ისევ მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და ამჯერად 30 წუთით ადუღეთ, ისევ დაბალ ტემპერატურაზე. როცა ბრინჯის ფაფა მომზადდება, მიიღებთ კრემისებრ და გლუვ მასას.

3

ფარშის ნაზავი ფაფას დაუმატეთ და დაბალ ტემპერატურაზე დაუფარებლად ადუღეთ 5–10 წუთით, ფარშის მოხარშვამდე.

4

გამორთეთ გაზქურა, დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და მარილი გემოვნებით. მიირთვით მომზადებისთანავე. სურვილისამებრ, თავზე მოაყარეთ მწვანე ხახვი.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
მოამზადეთ უმარტივესი კექსი სასურველი ჯემით და გემრიელად მიირთვით.
მოამზადეთ უმარტივესი კექსი სასურველი ჯემით და გემრიელად მიირთვით.
ავტორი:
თქვენ წინაშეა წლის საუკეთესო კექსის რეცეპტი.
თქვენ წინაშეა წლის საუკეთესო კექსის რეცეპტი.
ავტორი:
ბანანის კექსი – კიდევ ერთი უგემრიელესი კექსის 5-ვარსკვლავიანი რეცეპტი კულინარიაზე.
ბანანის კექსი – კიდევ ერთი უგემრიელესი კექსის 5-ვარსკვლავიანი რეცეპტი კულინარიაზე.
ავტორი:
საუკეთესო კექსი ჩაის წვეულებისათვის. გამოაცხვეთ მარტივად და გაუმასპინძლდით მეგობრებს :)
საუკეთესო კექსი ჩაის წვეულებისათვის. გამოაცხვეთ მარტივად და გაუმასპინძლდით მეგობრებს :)
ავტორი:
უგემრიელესი მოცვის კექსის რეცეპტი კულინარიაზე, რომელიც დაუვიწყარი გემოთი ყველას დაამახსოვრდება.
უგემრიელესი მოცვის კექსის რეცეპტი კულინარიაზე, რომელიც დაუვიწყარი გემოთი ყველას დაამახსოვრდება.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
იდეალური საუზმე თქვენი პატარებისათვის :) რეკომენდებულია 6 თვიდან.
იდეალური საუზმე თქვენი პატარებისათვის :) რეკომენდებულია 6 თვიდან.
ავტორი: