რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

შოკოლადის კექსი

ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, რბილი და ფაფუკი შოკოლადის კექსი.
ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, რბილი და ფაფუკი შოკოლადის კექსი.
1:35:00
16 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1  ჭიქა კაკაოს ფხვნილი
1 3/10  ჭიქა ფქვილი
1/2  ჩ/კ მარილი
1/2  ჩ/კ გამაფხვიერებელი
1  ჭიქა დარბილებული მარილიანი კარაქი
2  ჭიქა შაქარი
4  ცალი დიდი კვერცხი
1 1/2  ჩ/კ ვანილი
1/2  ჭიქა არაჟანი
3  ს/კ წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 165 C-ზე. მოუსვით ცხიმი 25 სმ ზომის კექსის საცხობ ფორმას.

2

პატარა თასში კაკაოს ფხვნილი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ჩაცერით.

3

დიდ თასში დარბილებული კარაქი და შაქარი ელექტრო მიქსერით რამდენიმე წუთით გაღიავებამდე და ფაფუკი მასის მიღებამდე თქვიფეთ.

4

სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები და კარგად შეათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი. თასის კიდეები კოვზით ჩაფხიკეთ.

5

პატარა თასში აურიეთ არაჟანი და წყალი. სხვა თასში ფქვილის ნაზავი და არაჟნის ნაზავი ერთად 5 ეტაპად ათქვიფეთ – დაიწყეთ და დაამთავრეთ ფქვილის ნაზავით. (ე.ი. 1/3 ფქვილის ნაზავი, შემდეგ ½ არაჟნის ნაზავი, შემდეგ 1/3 ფქვილის ნაზავი, შემდეგ დარჩენილი ½ არაჟნის ნაზავი და ბოლოს დარჩენილი 1/3 ფქვილის ნაზავი). დროდადრო თასის კიდეები კოვზით ჩაფხიკეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად შეერიოს.

6

ცომი წინასწარ გამზადებულ კექსის საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

7

აცხვეთ 165 C-ზე, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ, დაახლოებით 1 სთ და 10 წუთით.

8

გამოიღეთ ღუმელიდან და ფორმაშივე ბოლომდე გააცივეთ. როცა გაცივდება ნამცხვრის ლანგარზე გადმოიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
ვაშლის სასიამონვო გემოთი გაჯერებული, არომატული, ტკბილი კექსი უმარტივესი მოსამზადებელია.
ვაშლის სასიამონვო გემოთი გაჯერებული, არომატული, ტკბილი კექსი უმარტივესი მოსამზადებელია.
ავტორი:
კექსის გამოცხობას გეგმავთ? მაშინ აუცილებლად იხილეთ ეს მარტივი რეცეპტი!
კექსის გამოცხობას გეგმავთ? მაშინ აუცილებლად იხილეთ ეს მარტივი რეცეპტი!
ავტორი:
მოამზადეთ უმარტივესი კექსი სასურველი ჯემით და გემრიელად მიირთვით.
მოამზადეთ უმარტივესი კექსი სასურველი ჯემით და გემრიელად მიირთვით.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
საუკეთესო კექსი ჩაის წვეულებისათვის. გამოაცხვეთ მარტივად და გაუმასპინძლდით მეგობრებს :)
საუკეთესო კექსი ჩაის წვეულებისათვის. გამოაცხვეთ მარტივად და გაუმასპინძლდით მეგობრებს :)
ავტორი:
არაქისის კარაქის ქაფქეიქების მარტივი რეცეპტი, მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
არაქისის კარაქის ქაფქეიქების მარტივი რეცეპტი, მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
ავტორი:
ეს უგემრიელესი კექსი გემოთა საოცარი შეხამებაა. დაამკვიდრეთ თქვენს სახლში ახალი საოჯახო დესერტის ტრადიცია!
ეს უგემრიელესი კექსი გემოთა საოცარი შეხამებაა. დაამკვიდრეთ თქვენს სახლში ახალი საოჯახო დესერტის ტრადიცია!
ავტორი:
ვაშლის ტკბილი კექსი თაფლის ძლიერი არომატით გემრიელი საოჯახო დესერტია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ!
ვაშლის ტკბილი კექსი თაფლის ძლიერი არომატით გემრიელი საოჯახო დესერტია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ!
ავტორი:
უგემრიელესი მოცვის კექსის რეცეპტი კულინარიაზე, რომელიც დაუვიწყარი გემოთი ყველას დაამახსოვრდება.
უგემრიელესი მოცვის კექსის რეცეპტი კულინარიაზე, რომელიც დაუვიწყარი გემოთი ყველას დაამახსოვრდება.
ავტორი: