რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

სომხური ქადა

წარმოგიდგენთ მარიეტას რეცეპტს პოპულარული დესერტის, სომხური ქადის მოსამზადებლად.
წარმოგიდგენთ მარიეტას რეცეპტს პოპულარული დესერტის, სომხური ქადის მოსამზადებლად.
0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

სომხური ქადა ყველას გვიყვარს, მაგრამ სახლში ცოტანი თუ ვამზადებთ. მარიეტას მარტივი რეცეპტი ამ გემრიელ საქმეში დაგემხარებათ!
 

რეცეპტის ინგრედიენტები
600  გრამი მარგარინი
5  ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს
2  ცალი კვერცხი
1  ჩ/კ სოდა ძმრით
1  შეკვრა ვანილი
1/2  ლიტრი მაწონი
3  ჭიქა შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.

2

დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.

3

შემდეგ ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და კვლავ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე მოვიქცეთ.

4

გულსართისათვის: 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.

5

ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.

6

ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. გემრიელად მიირთვით!

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქადას სხვადასხვაგვარად ამზადებენ – მარილიანი და ტკბილი გულით :)
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქადას სხვადასხვაგვარად ამზადებენ – მარილიანი და ტკბილი გულით :)
ავტორი:
კომენტარები
1 კომენტარი

tati828
07/09/2023
ცომი ძალიან თხელი გამომივიდა ლამის თავის ფოდნოსიანა მოვიფრიალე...მეჯერ ამის გამკეტებელი არვარ
მსგავსი რეცეპტები
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქადას სხვადასხვაგვარად ამზადებენ – მარილიანი და ტკბილი გულით :)
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქადას სხვადასხვაგვარად ამზადებენ – მარილიანი და ტკბილი გულით :)
ავტორი: