რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

მცხეთური ღვეზელი

მოამზადეთ სახლში ტრადიციული მცხეთური ღვეზელი და გემრიელად გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს.
მოამზადეთ სახლში ტრადიციული მცხეთური ღვეზელი და გემრიელად გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს.
0:00:00
10 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1  კგ. ფქვილი
2  ცალი კვერცხი
400  მლ/ლ თბილი წყალი
25  გრამი მშრალი აქტიური საფუარი
1  ჩ/კ მარილი
1/2  ლიტრი ზეთი
500  გრამი შერეული ფარში
100  გრამი ბრინჯი
მწიკვი მარილი
1  ჩ/კ შავი პილპილი
1  ჩ/კ უცხო სუნელი
2  ცალი ხახვი
ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ. ფქვილი, დაამატეთ 25 გრ. საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ. თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს.

2

მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ. ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით.

3

წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება.

4

ტაფაზე დაასხით 40 მლ. ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში.

5

მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე.

6

გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით.

7

წვით 1 სმ. სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
იხილეთ ტარხუნის ღვეზელის მომზადების წესი და გამოაცხვეთ გემო, რომელიც ზოგჯერ ასე მოგვანატრებს ხოლმე თავს.
იხილეთ ტარხუნის ღვეზელის მომზადების წესი და გამოაცხვეთ გემო, რომელიც ზოგჯერ ასე მოგვანატრებს ხოლმე თავს.
ავტორი:
კუბდარი – ქართული კულინარიის უგემრიელესი წარმომადგენელი!
კუბდარი – ქართული კულინარიის უგემრიელესი წარმომადგენელი!
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები