რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

მასკარპონეს ნაყინი ხილითა და გრანოლათი

ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი :)
ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი :)
9:30:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 1/2  ჭიქა მოუხდელი რძე
2 1/4  ჭიქა შაქარი
1 1/2  ჩ/კ ჟელატინი (არომატის გარეშე)
1  ჭიქა მასკარპონე
1  ცალი ლიმონის გახეხილი ცედრა
3/10  ჭიქა შვრიის ფანტელი
2  ს/კ ფქვილი
1/4  ჩ/კ მარილი
1  ს/კ დარბილებული უმარილო კარაქი
2  ჩ/კ თაფლი
4  ცალი გარგარი
1  ჭიქა ჟოლო
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

პატარა ქვაბში აურიეთ რძე, ¼ ჭიქა შაქარი და ჟელატინი და დატოვეთ 5 წუთით. რძე საშუალო ტემპერატურაზე გაათბეთ, ურიეთ შაქრისა და ჟელატინის გადნობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ მასკარპონე და ლიმონის ცედრა, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაყინის მასა თასში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ ჩაასხით ნაყინის გასაკეთებელ მოწყობილობაში და ინსტრუქციის შესაბამისად დაამზადეთ. ნაყინი კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ გამყარებამდე, სულ ცოტა 4 საათით.

2

გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. სამზარეულოს კომბაინში დააბლენდერეთ შვრია. მოათავსეთ თასში ფქვილთან და მარილთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და თაფლი. მიღებული ნაზავი თითებით აზილეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მიღებული მასა ზედ გადაიტანეთ, აცხვეთ გადაბრაწვამდე, დაახლოებით 25 წუთით. საცხობი ლანგარი რკინის ცხაურზე გადმოდეთ, გრანოლა ბოლომდე გააცივეთ და პატარა ნაწილებად დატეხეთ.

3

პატარა ქვაბში აურიეთ დარჩენილი 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ, ურიეთ შაქრის გადნობამდე. სიროფი საშუალო თასში მოათავსეთ, თითოეული გარგარი შუაზე გაყავით, კურკები გადაყარეთ და ნახევრები სიროფში ჩააწყვეთ. სიროფი ბოლომდე გააცივეთ – სულ მცირე 4 საათით ან მთელი ღამით.

4

მირთმევის წესი: შუაზე გაყოფილი ჟოლო 4 თეფშზე (თეფშები ცივი უნდა იყოს) ან ჯამში გადაანაწილეთ. თითოეული თეფშის ცენტრში დადეთ გარგარის 2 ნაჭერი (სიროფი შეგიძლიათ სხვა რამეში გამოიყენოთ). მასკარპონეს ნაყინი კოვზით ხილის გვერდით გადაიტანეთ. მოაყარეთ გრანოლას ნაფხვენები და გემრიელად მიირთვით!

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
ავტორი:
შინ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ განსაკუთრებით გემრიელი ნაყინის სენდვიჩი.
შინ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ განსაკუთრებით გემრიელი ნაყინის სენდვიჩი.
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ავტორი:
ვინც შოკოლადის ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას, ეს რეცეპტი არ გამოტოვოთ :)
ვინც შოკოლადის ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას, ეს რეცეპტი არ გამოტოვოთ :)
ავტორი:
ყველაზე მარტივი ნაყინის რეცეპტი ცხელ დღეებში გემრიელად გასაგრილებლად.
ყველაზე მარტივი ნაყინის რეცეპტი ცხელ დღეებში გემრიელად გასაგრილებლად.
ავტორი:
ბანანისა და მარწყვის გემრიელი ნაყინი ცხელი დღეების გასაგრილებლად :)
ბანანისა და მარწყვის გემრიელი ნაყინი ცხელი დღეების გასაგრილებლად :)
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
ბანანისა და მარწყვის გემრიელი ნაყინი ცხელი დღეების გასაგრილებლად :)
ბანანისა და მარწყვის გემრიელი ნაყინი ცხელი დღეების გასაგრილებლად :)
ავტორი:
ალუბლის შერბეთი მზადდება ძალიან მარტივად და აგრილებს ძალიან გემრიელად! შეაფასეთ რეცეპტი :)
ალუბლის შერბეთი მზადდება ძალიან მარტივად და აგრილებს ძალიან გემრიელად! შეაფასეთ რეცეპტი :)
ავტორი:
ზაფხულის ცხელ დღეებში ამ იდეალური ნიგვზის ნაყინის სახლში მომზადება ყველასათვის სასურველია.
ზაფხულის ცხელ დღეებში ამ იდეალური ნიგვზის ნაყინის სახლში მომზადება ყველასათვის სასურველია.
ავტორი:
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ავტორი:
ამ რეცეპტში თავს უგემრიელესეი ინგრედიენტები იყრიან, ამიტომ მის მომზადებას დიდი ენთუზიაზმი ახლავს თან.
ამ რეცეპტში თავს უგემრიელესეი ინგრედიენტები იყრიან, ამიტომ მის მომზადებას დიდი ენთუზიაზმი ახლავს თან.
ავტორი: