რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

მარწყვის კომპოტი

მარწყვის სეზონმა ისე არ უნდა გაიაროს, რომ მისგან გემრიელი კომპოტის მომზადება ვერ მოვასწროთ :)
მარწყვის სეზონმა ისე არ უნდა გაიაროს, რომ მისგან გემრიელი კომპოტის მომზადება ვერ მოვასწროთ :)
1:00:00
5 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

მარწყვის კომპოტის მომზადების სხვადასხვა წესი არსებობს. მე მათგან ორს შემოგთავაზებთ. თქვენი გამოცდილებაც გაგვიზიარეთ კომენტარებში. 

 

ინგრედიენტები მოცემულია 1 ცალი სამლიტრიანი ქილისათვის. რამდენი ქილის მომზადებასაც გადაწყვეტთ იმდენჯერ გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობაც.

რეცეპტის ინგრედიენტები
600  გრამი მარწყვი
200  გრამი შაქარი
2 1/2  ლიტრი მდუღარე წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გარეცხეთ მარწყვი, გაარჩიეთ და წინასწარ გასტერილებულ სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ.

2

ქილას მდუღარე წყალი დაასხით, დააფარეთ ხუფი და გააჩერეთ 15 წუთით.

3

ქილიდან მხოლოდ წვენი დიდ ქვაბში გადაასხით და წამოადუღეთ. როცა ადუღდება დაუმატეთ 200 გრ (1 ჭიქა) შაქარი და ურიეთ შაქრის გადნობამდე.

4

მიღებული სიროფი ისევ მარწყვიან ქილაში ჩაასხით და მოხუფეთ. შეფუთეთ და დატოვეთ მთელი ღამით.

​​​​​​მარწყვის კომპოტი შეგიძლიათ ასეც მოამზადოთ:

(ინგრედიენტების რაოდენობა უცვლელია და ისევ 1 ცალ სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი)

 

1. გარეცხეთ მარწყვი, გაარჩიეთ და წინასწარ გასტერილებულ სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ.

2. დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი.

3. დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ.

4. ქილა ფრთხილად გადმოაბრუნეთ, რომ შაქარი გადნეს. შეფუთეთ და დატოვეთ მთელი ღამით.

 

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
მოამზადეთ ამ კულინარიული რეცეპტით გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
მოამზადეთ ამ კულინარიული რეცეპტით გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
ავტორი:
ეს ისეთი ნამცხვარია, გაუთავებლად რომ ჭამ და ვერ ეშვები. საუკეთესოა ყავასთან.
ეს ისეთი ნამცხვარია, გაუთავებლად რომ ჭამ და ვერ ეშვები. საუკეთესოა ყავასთან.
ავტორი:
მარტივი რეცეპტი ყველაზე გემრიელი ბრაუნის მოსამზადებლად. დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრას.
მარტივი რეცეპტი ყველაზე გემრიელი ბრაუნის მოსამზადებლად. დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრას.
ავტორი:
უმარტივესი ფაფუკი შოკოლადის ნამცხვარი, რომლის ცომის მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
უმარტივესი ფაფუკი შოკოლადის ნამცხვარი, რომლის ცომის მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
ავტორი:
ნამცხვარი ნაპოლეონი ალბათ ყველას უყვარს. მოამზადეთ და დაატკბეთ სადღესასწაულო სუფრა ამ ნამცხვრით.
ნამცხვარი ნაპოლეონი ალბათ ყველას უყვარს. მოამზადეთ და დაატკბეთ სადღესასწაულო სუფრა ამ ნამცხვრით.
ავტორი:
შოკოლადის ნამცხვარი გერმანიიდან ქოქოსისა და პეკანის კრემით. დაამშვენებს დაბადების დღის სუფრებს :)
შოკოლადის ნამცხვარი გერმანიიდან ქოქოსისა და პეკანის კრემით. დაამშვენებს დაბადების დღის სუფრებს :)
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
კარამელიზებული ვაშლის კომპოტი – საოცარი არომატით მხოლოდ 20 წუთში!
კარამელიზებული ვაშლის კომპოტი – საოცარი არომატით მხოლოდ 20 წუთში!
ავტორი: