რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

კალაბაშის სუპი

გემრიელი და ვიტამინებით სავსე კალაბაშის სუპი.
გემრიელი და ვიტამინებით სავსე კალაბაშის სუპი.
1:00:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

თუ ვეგეტარიანელი ხართ, ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის რძე. ბარდა მას სისქეს და პროტეინს მატებს. ამ სუპის მომზადება ბარდის გარეშეც შეიძლება, თუ უფრო თხელი და მსუბუქი სუპის მომზადება გსურთ. 

 

კალაბაში ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეულია, მისი შეძენა აგროჰაბში არის შესაძლებელი.

რეცეპტის ინგრედიენტები
250  გრამი კალაბაში
50  გრამი ბარდა
1/2  ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
2  კბილი ნიორი
1/4  ჩ/კ ჯანჯაფილი
1  ცალი ხახვი
2  ჭიქა წყალი
5  ს/კ ნაღები
გემოვნებით მარილი და პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კალაბაში გარეცხეთ და გაჭერით 4 ნაწილად. გაასუფთავეთ შიგნით არსებული რბილი თესლისგან და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.

2

ბარდა გააჩერეთ წყალში 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 35 წუთის განმავლობაში დარბილებამდე. მზად რომ იქნება, გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ.

3

ქვაბში ჩაასხით 2 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი კალაბაში, ბოსტნეულის ბულიონი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 25 წუთის განმავლობაში.

4

გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ ოდნავ გაგრილება.

5

ბლენდერში მოათავსეთ ბარდა და კალაბაში თავის წვენთან ერთად და კარგად დააბლენდერეთ.

6

ქვაბში მოათავსეთ მიღებული მასა, დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი ნაღები. გემოვნებით შეაზავეთ მარილით და პილპილით. მაგიდასთან მიტანამდე შეათბეთ და გემრიელად მიირთვით.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
მოამზადეთ კალაბაშის ვიტამინებით სავსე რეცეპტი ძალიან მარტივად, მოკლე დროში.
მოამზადეთ კალაბაშის ვიტამინებით სავსე რეცეპტი ძალიან მარტივად, მოკლე დროში.
ავტორი:
პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ.
პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ.
ავტორი:
ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი ვეგეტარიანული ფრეშ სალათის რეცეპტი. არ შეიცავს გლუტენისს.
ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი ვეგეტარიანული ფრეშ სალათის რეცეპტი. არ შეიცავს გლუტენისს.
ავტორი:
უმარტივესი და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი.
უმარტივესი და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი.
ავტორი:
კალაბაში ამ სადა კერძს ეგზოტიკურობას და განსაკუთრებულ გემოვნებას სძენს.
კალაბაში ამ სადა კერძს ეგზოტიკურობას და განსაკუთრებულ გემოვნებას სძენს.
ავტორი:
გემრიელი ინდური დესერტის რეცეპტი
გემრიელი ინდური დესერტის რეცეპტი
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ.
პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ.
ავტორი: