რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ვაფლი მაყვლის კომპოტით

შესანიშნავი ვაფლი – დილის გემრიელი დასაწყისი თუ მადისაღმძვრელი დესერტი :)
შესანიშნავი ვაფლი – დილის გემრიელი დასაწყისი თუ მადისაღმძვრელი დესერტი :)
0:30:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1  ჭიქა ფქვილი
1  ჭიქა ყვითელი სიმინდის ფქვილი
2  ჩ/კ გამაფხვიერებელი
1/2  ჩ/კ საცხობი სოდა
1/4  ჩ/კ მარილი
2  ჭიქა კეფირი
2  ცალი დიდი კვერცხი
1/4  ჭიქა თაფლი
1  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
4  ს/კ უმარილო გამდნარი კარაქი
450  გრამი მაყვალი
2  ს/კ შაქარი
1  ს/კ წყალი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ვაფლის საცხობი ფორმა.

2

დიდ თასში აურიეთ ფქვილი, სიმინდის ფქვილი, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა და მარილი.

3

საშუალო თასში მოათავსეთ კეფირი, ოდნავ ათქვეფილი კვერცხი, თაფლი, ვანილის ექსტრაქტი და ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი ფქვილის ნაზავს მოასხით და კარგად შერევამდე ურიეთ. შეურეთ გადმდნარი და ოდნავ გაგრილებული კარაქი.

4

ვაფლის საცხობ ფორმას მოსახით საცხობი სპრეი. ½ ჭიქა ცომი (რაოდენობა დამოკიდებულია ვაფლის საცხობის ზომაზე) ცხელ ფორმაში გადაიტანეთ. ცომი კოვზით ფორმის მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ. აცხვეთ შებრაწვამდე და ხრაშუნა ვაფლის მიღებამდე.

5

ამასობაში, მოამზადეთ მაყვლის კომპოტი. პატარა ქვაბში მოათავსეთ მაყვალი, შაქარი და 1 ს/კ წყალი. ხარშეთ საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე მაყვლის დარბილებამდე დაახლოებით 4–5 წუთით, დროდადრო მოურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან.

6

მაყვლის კომპოტი ვაფლს მოასხით და გემრიელად მიირთვით. სურვილისამებრ, მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
ფუმფულა, გემრიელი ვაფლები, რომელიც გარედან ხრაშუნაა, ხოლო შიგნით კი რბილი. გაუზიარეთ მეგობრებს :)
ფუმფულა, გემრიელი ვაფლები, რომელიც გარედან ხრაშუნაა, ხოლო შიგნით კი რბილი. გაუზიარეთ მეგობრებს :)
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები