იხილეთ თუ როგორ ავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ კომში.
შემწვარი კომში შეგიძლიათ დესერტად მიირთვათ ან სხვადასხვა ნამცხვრის გასაგემრიელებლად გამოიყენოთ :)
კარგი კომში მაგარი და ყვითელი უნდა იყოს.
კომში გარეცხეთ, ოთხ ნაწილად გაყავით და გათალეთ.
დანით მოაშორეთ თესლი და ამოაჭერით მაგარი შუაგული.
კომში თხლად დაჭერით და საცხობ ლანგარზე მოალაგეთ.
მოასხურეთ ლაიმის წვენი და თაფლი. ასევე ცოტაოდენი წყალი. დააფარეთ ალუმინის ფოლგა.
გააცხელეთ ღუმელი 150 C-ზე და კომში 1 საათით წვით. მოაშორეთ ფოლგა და აცხვეთ კიდევ 10 წუთით. გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.