რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

კლასიკური მაიონეზი

სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ გემრიელი და ჰაეროვანი ფრანგული მაიონეზის მომზადება.
სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ გემრიელი და ჰაეროვანი ფრანგული მაიონეზის მომზადება.
0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
150  მლ/ლ რაფინირებული ზეითუნის ზეთი
3  ცალი კვერცხის გული
1 1/2  ჩ/კ შაქარი
3/10  ჩ/კ მარილი
1/2  ს/კ ლიმონის წვენი
1  ჩ/კ მზა მდოგვი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კვერცხის გულებს დავუმატოთ შაქარი და მარილი. ნელი მორევით(სულ ერთ მხარეს) შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. მდოგვი დაუმატეთ იმ შემთხვევაში თუ მაიონეზ ,,პროვანსალის” მომზადება გვინდა. ზეთი წვეთობით ფრთხილად უნდა დავუმატოთ, თორემ მაიონეზი აიჭრება. არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფoთ და მორევითაც მხოლოდ ერთი მიმართულებით, განუწყვეტლივ ურიეთ.

2

როდესაც მასა ერთგვარვანი, ნაზი, მოყვითალო ფერის გახდება, შეგვიძლია ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში შესასქელებლად.

რჩევები:
1.მაიონეზი უნდა მოვამზადოთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. უკეთესია ხის კოვზით მორევა.
2.თეთრი ფერის მისაცემად, სუფრაზე მიტანის წინ მაიონეზს შეგვიძლია 1-2 ს.კ. წყალი დავუმატოთ.
3.ზეითუნის ზეთის არქონის შემთხვევაში მაიონეზი შეგვიძლია კარგი ხარისხის მზესუმზირის რაფინირებული ზეთითაც მოვამზადოთ.
4.ამ სოუსის მოსამზადებლად კვერცხი აუცილებლად ახალი და გარეცხილი უნდა იყოს.
5.მაიონეზი ინახება მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში 2-3 დღის განმავლობაში.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
სახლში მომზადებული ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი
სახლში მომზადებული ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი
ავტორი:
მარტივი წესი მაწვნის მოსამზადებლად
მარტივი წესი მაწვნის მოსამზადებლად
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
სახლში მომზადებული ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი
სახლში მომზადებული ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი
ავტორი:
მარტივი წესი მაწვნის მოსამზადებლად
მარტივი წესი მაწვნის მოსამზადებლად
ავტორი: